ირაკლი ქადაგიშვილი: ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს

“ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოება 2 თებერვალს ნახავს.

,,ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს, როგორი იქნება კენჭისყრაზე პოზიცია, ეს იქნება საერთო ფრაქციული გადაწყვეტილება.

მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი ქვეყნისა და საპარლამენტო ცხოვრებისთვის არის საჭირო, ამ გადაწყვეტილებებს თქვენ 2 თებერვალს ნახავთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტი ოპოზიციის ნაწილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს 2 თებერვალს უყრის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები