ესპანეთში მიწისძვრების სერია მოხდა
ესპანეთის ქალაქ გრანადას რაიონში გვიან ღამით მიწისქვეშა ბიძგების სერია დაფიქსირდა. როგორც ქვეყნის ეროვნულ გეოგრაფიულ ინსტიტუტში აღნიშნეს, მათგან სამის მაგნიტუდა იყო 4,2; 4,0; და 4,3.
მნიშვნელოვანი ზიანის, ასევე, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც სოციალურ ქსელში ქვეყნის პრემიერმა დაწერა, “სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ექსტრემალური სამსახურების რეკომენდაციები დავიცვათ. უნდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი ნორმალურ რითმში დაბრუნდება”.
გრანადას მერმა, ლუის სალვადორმა კი ვითარებას “შემაშფოთებელი” უწოდა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
სპეციალისტები ანდალუსიაში სეისმოაქტივობას აფიქსირებენ. გასული წლის დეკემბრიდან აქ 150-ზე მეტი მცირე მიწისძვრა დაფიქსირდა, თუმცა, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.