“ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ ბიზნესის წარმომადგენლების, ვისაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა ყველას ერთად გვაქვს პასუხისმგებლობა ვმართოთ ეპიდვითარება, რათა შეზღუდვების დაწესება ისევ არ მოგვიწიოს” – მაია ცქიტიშვილი

ჩვენ დღეს საშუალება გვქონდა, ბიზნესისთვის აგვეხსნა, პასუხი გაგვეცა მთავრობის იმ გადაწყვეტილებებზე, სადაც ისინი ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბიზესის წარმომადგენელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას კარგად ესმის, რომ ბიზნესს რთული ვითარება აქვს, მაგრამ ისეც არ უნდა მოხდეს, რომ ქვეყანაში ისევ შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლების, ვისაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, აქვთ ძალიან რთული ვითარება თავის ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით, თუმცა, ჩვენი საუბრის ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ჩვენ ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი ვმართოთ, წარმატებით ვმართოთ და სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის განმავლობაში, რომ ჩვენ არ მოგვიწიოს ისევ შეზღუდვების დაწესება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც პანდემიის პირველივე დღიდან, პრაქტიკულად უკვე ერთი წელია ვიღებთ იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალების საფუძველზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
ჩვენ დღეს საშუალება გვქონდა, ბიზნესისთვის აგვეხსნა, პასუხი გაგვეცა მთავრობის იმ გადაწყვეტილებებზე, სადაც ისინი ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ. მათ შორის, საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი ბიზნესის მხრიდანაც და სახელმწიფოს მხრიდანაც და ისეთი სახით წარმართული პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინიფიცირების მაღალ მაჩვენებელს,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები