ნათია თურნავა: ჩვენ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით მივდივართ, რაც მთავარია, ბიზნესის წარმომადგენლებს ლოგიკა ავუხსენით

“ჩვენ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით მივდივართ, რაც მთავარია, ბიზნესის წარმომადგენლებს ლოგიკა ავუხსენით”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების დაწესება და ჩაკეტვა მთავრობის ნება-სურვილი არ არის.
„პირველი თამამი ნაბიჯები გადადგმულია. თქვენ იცით, რომ იხსნება სარესტორნე ღია სივრცეები, სკოლები, არასასურსათო ვაჭრობის საცალო ქსელები, ასევე, გაიხსნება ღია და დახურული ტიპის ბაზრობები.
ჩვენ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით მივდივართ, რაც მთავარია, ბიზნესის წარმომადგენლებს ლოგიკა ავუხსენით. ეს ლოგიკა გასაგებია და ჩვენ კარგად გვესმის, მაგრამ ეს შეიძლება, კონკრეტულ საოჯახო სასტუმროს ბაკურიანში ბევრს არაფერს აძლევს, რადგან მართლაც ძალიან გასაჭირში არიან, პრაქტიკულად, სეზონი იკარგება, მაგრამ მათი დაკეტვა ჩვენი ნება-სურვილი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ გახსნებისთვის მთავარი კრიტერიუმი არის დადებითობის მაჩვენებელი”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები