„თეთრი ქარავანი“ და ელდარ შენგელაიას დაბადების დღე

26 იანვარს ლეგენდარული ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია 88 წლის გახდა.
30 იანვარს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“ (აღდგენილი ვერსია).
1964 წელს „თეთრი ქარავანი” პირველად აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. 2019 წელს, 55 წლის შემდეგ, იგი კანში კვლავ დაბრუნდა სექციაში „კანის კლასიკა”.
სწორედ 2019 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კვლავ წარსადგენად, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია. 30 იანვარს ეროვნული კინოკლუბი მაყურებელს აღდგენილ ვერსიას შესთავაზებს.
„თეთრ ქარავანს” სამი წლის მანძილზე იღებდნენ. სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები