მიხეილ სარჯველაძე: საკანონმდებლო ინიციატივით, რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით მიდგომა შეიცვლება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების” შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, „წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია .ე.წ. დოზირების საკითხის ახლებურად დარეგულირება რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით.

“დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, მცირე და დიდი ოდენობა გაიგივებულია ერთმანეთთან, შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ პრაქტიკაში რეალურად როდესაც სხვადასხვა დოზით ნარკოდანაშაულის ჩადენა (მოხმარებასთან დაკავშირებული), ეს რა თქმა უნდა გასაღებას არ უკავშირდება, ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ერთგვაროვან მიდგომას, რაც უსამართლოა ხშირ შემთხვევაში, არათანაბარ მიდგომას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეს ინიციატივა, რომელიც განხილულ იქნა ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით ნარკოდანაშაულთა მებრძოლ უწყებათაშორის კომისიის ფარგლებში და, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა. შესაბამისად, მას გაუჩნდება მცირე ოდენობა და შესაბამისი იქნება უკვე სისიხლის სამართლებრივი პოლიტიკა ამ კატეგორიის ნივთიერებებთან მიმართებაში”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები