გიორგი გახარია ესტონელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია კაია კალასს ესტონეთის პირველ ქალ პრემიერმინისტრად დანიშვნას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება.

„ესტონეთის პირველ ქალ პრემიერმინისტრად დანიშვნას ვულოცავ კაია კალასს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება”, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები