მექსიკის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
მექსიკის პრეზიდენტს, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს კოვიდ19 დაუდასტურდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, მას მსუბუქი სიმპტომები აქვს, თუმცა, უკვე მკურნალობს.
“როგორც ყოველთვის, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. წინ ვივლით. დილის პრესკონფერენციებზე შს მინისტრი, ოლგა სანჩეს კორდერო შემცვლის”, – დაწერა პოლიტიკოსმა.
მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო საქმეებს საპრეზიდენტო სასახლიდან უხელმძღვანელებს, ასევე, გეგმავს, დაგეგმილად ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს.