ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2021 წლის ზამთრის პლენარულ სხდომაში იღებს მონაწილეობას.
ფრიდონ ინჯია საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შორის ერთადერთი დეპუტატია ოპოზიციიდან, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც სეისიაზე იქნება წარმოდგენილი, ეს გახლავთ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2021 წლის ზამთრის პლენარული სხდომა 25-დან 28 იანვარს, სტრასბურგში გაიმართება.