ბათუმში პოლიციამ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ბრალდებით “ალტერნატივას” წევრი დააკავა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი, რომელმაც გუშინ ბათუმში, ევროპის მოედანზე ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი გადააყარა დააკავეს. პოლიციამ აქტივისტი ორგანიზაციის ოფისიდან აიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით – 156-ე დევნისა და 239-ე ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინციდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც “ალტერნატივას” წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები