ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. უწყებაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 156-ე დევნის და 239-ე ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკითხებიან.
ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინციდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც “ალტერნატივას” წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.