ბორის ჯონსონის განცხადებით, კოვიდის ე.წ. ბრიტანული შტამი შესაძლოა 30%-ით უფრო მომაკვდინებელი იყოს
22 იანვარს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ კვლევის ადრეული მონაცემების თანახმად, კოვიდის ე.წ. ბრიტანული შტამი შესაძლოა 30%-ით უფრო მომაკვდინებელი იყოს.
მისმა ამ განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ვარვიკის უნივერსიტეტის პროფესორის განცხადებით, ჯერ კიდევ ადრეა დანამდვილებით საუბარი იმაზე, თუ რამდენად უფრო მომაკვდინებელია ახალი შტამი ძველთან შედარებით. ამ ეტაპზე რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ კოვიდის ე.წ. ბრიტანული შტამი არის 70%-ით უფრო გადამდები.