ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს  

2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღორეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებითრითიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსხაზს უსვამსრომ რუსეთი განაგრძობს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას;

მოითხოვსრომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეაჩეროს მათი რუსეთის მმართველობის ქვეშ ინტეგრაციის მცდელობები;

გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას;

ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებლობასსუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;

მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსგანაგრძონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებადობდის განვითარება და გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები ასოცირების შესახებ შეთანხმებისმათ შორის ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლითერთიან ბაზარზე შესვლისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მეშვეობით;

მოუწოდებს ევროკავშირსშეინარჩუნოს თითოეულ ქვეყანაზე მორგებული მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში “მეტი მეტისთვის” და “ნაკლები ნაკლებისთვის” პრინციპის საფუძველზეაფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნიკალურ გამოცდილებასმათ შორის მათ წვლილს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიებშისაბრძოლო ჯგუფებსა და ოპერაციებში და ითხოვს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები