ამერიკის ელჩმა რუსეთში თანამდებობა დატოვა
ამერიკის ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ელჩმა საკუთარ ბლოგზე დაწერა. მისი თქმით, პოსტს სოჭის ოლიმპიადის შემდეგ დატოვებს და კალიფორნიაში დაბრუნდება. როგორც “ესოშიეთედ პრესი” წერს, მაიკლ მაკფოლი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობის ავტორად ითვლება. მაკფოლს უკავშირდება ახალი სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულება და თანამშრომლობა ნატოს მეთაურობით ჩატარებულ სამხედრო კამპანიასთან დაკავშირებით ავღანეთში.
“რუსეთში ანტიამერიკანიზმის ზრდის ფონზე იყო იმედგაცრუება, რომელიც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებას მოჰყვა”, – წერს “ესოშიეთედ პრესი”.