ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი გარდაიცვალა

60 წლის ასაკში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, ინჟინერი და ფიზიკოსი – ირაკლი ღარიბაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბიბლიოთეკა ავრცელებს.
„ბატონი ირაკლი… არაჩვეულებრივი პიროვნება, უზომოდ განათლებული, ნამდვილი ინტელიგენტი, კორექტული, ქარიზმატული, საოცარი ადამიანი, ლიდერი, მეგობარი, მგონია უნაკლო იყო …
საოცრად პროგრესულად მოაზროვნე, უამრავი გეგმა ჰქონდა რაც ახალგაზრდებისთვის და არამარტო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და რაც ქვეყანისთვის გადამწყვეტი იყო.
ადამიანი, რომელიც მართლა ყველას დაგვაკლდება, უკლებლივ ყველას“, – წერს ეროვნული სამეცნუერო ბიბლიოთეკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი თათია ჩივაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი იყო მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: „ქართულ ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზები ინტერნეტში საბიბლიოთეკო-საინფორმაციო ტერმინოლოგიის ინგლისურ – რუსულ – ქართული ინტერაქტიული ლექსიკონი” (2001–2004); საქართველოს ბიბლიოთეკების სტატისტიკა – ინტერნეტგამოცემა (2001); ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის“ ელექტრონული ვერსია (2003); საქართველოს ეროვნული სტანდარტი „ქართულ ასო–ნიშანთა კლავიატურაზე განლაგების ოპტიმიზაცია“ (2003-2004) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები