დავით ზალკალიანი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

2021 წლის 21იანვარს საქართველოს ვიცე პრემიერმინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩთან, აბდულა ალმუტაირისთან.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, პრინც ფაისალ ბინ ფარან ალ საუდის მისალოცი წერილი.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები