ბაღდადში დღევანდელ ტერაქტს 32 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადის ცენტრში დღეს მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 110 პირი დაშავებულია.

ინფორმაციას ერაყის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბაღდადში ორმაგი ტერაქტი ერთ-ერთ აგრარულ ბაზართან მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები