აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 33 987-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა 24-მა პაციენტმა, ხოლო მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 248 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 206, ონლაინკლინიკაში კი 521.