დავით ზალკალიანი ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

როგორც ზალკალიანი წერს, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ელის.

„ჩემი გულთბილი მილოცვა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. ვუსურვებ მათ წარმატებას ამ უაღრესად მნიშვნელოვან მისიაში, რომელიც ამ კრიტიკულ პერიოდში უკეთესი მომავლისკენ გაუძღვება. ველით სტრატეგიულ პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოსა და აშშ-ის შორის“, – წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში „ტვიტერი“.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები