ირაკლი შონია: გიორგი გახარიამ სწორი პოლიტიკური ალღოთი და დიპლომატიური დამაჯერებლობით ყველას დაასწრო და რაც მთავარია სწორ პოლიტიკურ პროგნოზს სწრაფად აუწყო ნაბიჯი მსოფლიო პოლიტიკურ ავანსცენაზე

ამ “ქაოსურ” სიტუაციაში საქართველოს პრემიერმა მიულოცა ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება! ( სწორედ მაშინ ატყდა ვაი-ვიში რომ ტრამპს მოვიმდურებდით და შეწყვეტდა ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერას)… გიორგი გახარიამ სწორი პოლიტიკური ალღოთი და დიპლომატიური დამაჯერებლობით ყველას დაასწრო და რაც მთავარია სწორ პოლიტიკურ პროგნოზს სწრაფად აუწყო ნაბიჯი მსოფლიო პოლიტიკურ ავანსცენაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.

“ამერიკის შეერთებული შტატები ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება…ვინც თვალყურს ადევნებდა ამერიკაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ინფორმირებულია რა დაძაბულად მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი და მას შემდეგ მომხდარი კონფლიქტური ესკალაცია,მათ შორის პროტესტანტების შეჭრა კაპიტოლიუმის შენობაში,რაც მთავარია ვრცელდებოდა ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციები თუ რომელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა არჩევნებში და მსოფლიო სახელმწიფო ქვეყნები გაურკვეველ მდგომარეობაში იყვნენ… ამ “ქაოსურ” სიტუაციაში საქართველოს პრემიერმა მიულოცა ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება! ( სწორედ მაშინ ატყდა ვაი-ვიში რომ ტრამპს მოვიმდურებდით და შეწყვეტდა ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერას)… გიორგი გახარიამ სწორი პოლიტიკური ალღოთი და დიპლომატიური დამაჯერებლობით ყველას დაასწრო და რაც მთავარია სწორ პოლიტიკურ პროგნოზს სწრაფად აუწყო ნაბიჯი მსოფლიო პოლიტიკურ ავანსცენაზე”, – წერს ირაკლი შონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები