ტრამპი ახალ პარტიას ქმნის? – WSJ

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი პარტიის შექმნის საკითხს განიხილავდა, რომლის სახელწოდება შეიძლება, იყოს “პატრიოტული პარტია”.

გამოცემის მტკიცებით, ტრამპი ამ იდეას მრჩევლებსა და უახლოეს გარემოცვასთან განიხილავდა.

ბოლო დროს ტრამპს რესპუბლიკული პარტიის ზოგერთ წევრთან ურთიერთობა დაეძაბა, მათ შორის არის სენატში რესპუბლიკელების ლიდერი – მიტჩ მაკკონელი, რომელმაც ტრამპი კაპიტოლიუმის შტურმის დროს ხალხის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

როგორც The Wall Street Journal წერს, ტრამპს ბევრი მომხრე ჰყავს, რომლებიც ადრე რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანებული არ ყოფილან.

ამასთან, აღინიშნება, რომ უცნობია, რამდენად სერიოზულად არის განწყობილი ტრამპი ახალი პარტიის შექმნის იდეით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები