ალეკო ელისაშვილი: განცხადებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ხვალ გავაკეთებთ

“ვისაც დამატებითი კითხვები აქვს ჩემთან, ხაზარაძესთან ან სხვებთან დაკავშირებით, გადახედონ ჩემს წარსულს, რა გამიკეთებია ქვეყნისთვის, ხალხისთვის, სად ვიყავი წლების განმავლობაში და გადახედონ სხვების წარსულს, ვინ, სად, როდის სად იყო, რა გარიგებებში მონაწილეობდა”, – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ თავმჯდომარესთან, მამუკა ხაზარაძესთან გუშინ მომხდარ დაპირისპირებს.

„გადახედონ, ხალხისთვის ის რას აკეთებდა, რა გარიგებებში იყო, ვისთან იყო შეკრული. გარიყვებისა და გამორიყვების არც გვეშინია და გვეცინება. დავასრულეთ ამაზე ლაპარაკი. ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ და დავიწყებთ რეალურად იმაზე ლაპარაკს, რაც ამ ქვეყანას ადარდებს, ეს არის ვაქცინაცია, ცუდი განათლება, ტყუილი, ონლაინ გაკვეთილები, მილიონი პრობლემა რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამდენი ხანი ველაპარაკებით ამ ოპოზიციას და თვითონ არ იციან, რა უნდათ, თავგზააბნეული ხალხია. ჩვენ ვიცით, რაც გვინდა, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ვართ და ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილმა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
„ჩვენ ისედაც გვინდოდა, რაც გვინდოდა. უბრალოდ, გვსურდა, დანარაჩენებთან ამოგვეწურა რესურსი. ვიცით, რასაც გავაკეთებთ და ამაზე სულ რამდენიმე დღეში ვიტყვით.
„ქართულ ოცნებას“ თუ გამოვგლიჯეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში. ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა და ხვდება, რომ ეს იწილო-ბიწილო ყელში ამოუვიდა; შეგხვდები, არ შეგხვდები, შენი წინადადება მომწონს, მაგრამ უკეთესი მე არ მაქვს, რევოლუცია მინდა, მაგრამ რევოლუციის თავი არ მაქვს – ვისაც ეს მობეზრდა, აგერ ვართ და დაგველაპარაკონ. ჩვენ უახლოეს რამდენიმე დღეში ჩვენს გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები