საფრანგეთში ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს; ექსპერტების პროგნოზით, მარტის თვეში კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამი ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს

18 იანვარს საფრანგეთში 75 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაცია დაიწყო და ვიზიტების ონლაინ დაჯავშნის სისტემაც ამოქმედდა, რომელსაც თავიდანვე კრიტიკა მოჰყვა.

პროგრამა ნახევარ მილიონზე მეტი დოზის დარეზერვების შემდეგ გადაიტვირთა. ამ ფაქტს 19 იანვარს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და რეგისტრაცია კვლავ ხელმისაწვდომია.

საფრანგეთში ადგილობრივი ხელისუფლება ვაქცინის დოზების დეფიციტზე საუბრობს. დიჟონისა და ბეზანსონის ადმინისტრაციული ერთეულის მერებმა ვაქცინაციის კამპანია გააკრიტიკეს. მათ განაცხადეს, რომ მიმდინარე ტემპებით მხოლოდ 75 წელს გადაცილებული პირების ასაცრელად ქვეყანას ოთხთვე-ნახევარი მაინც სჭირდება, რაც დაგეგმილ გრაფიკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზით, თებერვლის ბოლოს ან მარტის შუა რიცხვებში კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამი საფრანგეთში კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. ამ ეტაპზე, ვირუსის ამ შტამზე, ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსული შემთხვევების მხოლოდ 1,4% მოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები