იაგო ხვიჩია: ბატონ ხაზარაძეს შეიძლება, სრული უფლება აქვს, არ უნდოდეს ბატონ ელისაშვილთან შეხვედრა, მაგრამ ოპოზიციიდან ასე გარიცხვა არ ხდება

“ბატონ ხაზარაძეს შეიძლება, სრული უფლება აქვს იმისთვის, რომ არ უნდოდეს ბატონ ელისაშვილთან შეხვედრა, მაგრამ მეორე საკითხია, რასაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ ვიღაცას გარიცხავენ ოპოზიციიდან. ოპოზიციიდან ასე გარიცხვა არ ხდება, ეს შეუძლებელია”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ზოგადად, ადამიანებს ერთმანეთთან შეუძლიათ, კარგი ან ცუდი ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენ ამომრჩევლის ნაცვლად ვერ გადავწყვეტთ, ვინ არის ოპოზიცია და ვინ არა.
ვინც არჩეულია ოპოზიციად, იმას უნდა რიცხავდეს ხალხი, ვინც ასე არჩეული არაა, ეს ცალკე კომედიის საკითხია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ლელოსა“ და „მოქალაქეების“ ლიდერები ერთმანეთს „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები