„ყველაფერი წყალში ჩაიყრება“ – 15-მდე ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი კრიზისიდან გამოსვლის ინიციატივით მთავრობას მიმართავს

15-მდე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი კრიზისიდან გამოსვლის ინიციატივით გამოდის და მთავრობას მიმართავს. განცხადებას 15-მდე ბიზნეს სუბიექტი აწერს ხელს.
რესტორატორთა დამფუძნებლის – შოთა ბურჯანაძის განცხდებით, შესაძლოა, შემდეგ თვეებში ქვეყანა მთლიანად დაიხუროს და ეკონომიკა გაჩერდეს.

„11 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთან კონულტაციით ბევრი გაკეთდა, მთავობა გვერდით დაუდგა ბიზნესს, მაგრამ დღესდღეობით ყველაფერი წყალში ჩაიყრება, რამდენიმე ეპიდემიოლოგის ხუშტურის გამო. მივაღწევთ იმას, რომ შემდეგ თვეებში ქვეყანა მთლიანად დაიხუროს და ეკონომიკა გაჩერდეს.
ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაც უნდა შევძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში – დაკეტილ რეჟიმში ყოფნა ვერანაირ შედეგს ვერ მოგვიტანს,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
განცხადებაში ასევე საუბარია ტრანსპორტის ამუშავებაზე, საავიაციო კომუნიკაციის აღდგენასა და სარესტორნო ბიზნესის განახლებაზე რეგულაციების შესაბამისად. ასევე, როგორც ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლები ამბობენ, უნდა ამუშავდეს სასტუმროები და მოლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები