ედიშერ გვენეტაძე: თითქმის ყველა პოლიტიკურ ლიდერს ეშინია სააკაშვილის კომპრომატების, 27 000 ფაილი ტყუილად არ ჩაწერილა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ოპოზიცია გადალაგებას იწყებს. ალეკო ელისაშვილის ,,მოქალაქეები“ პარლამენტში შესვლას ღიად აანონსებენ და შალვა ნათელაშვილისა და მამუკა ხაზარაძის ოფისებში მოლაპარაკების დეტალები სააშკარაოზე გამოაქვთ. ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდს ელის და აცხადებს, რომ საკუთარ ამომრჩეველს მალე სრულიად ახალი გეგმით წარუდგება. ,,ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ პოლიტიკური ველის დატოვების შედეგ განვითარებული მოვლენების შესაფასებლად ,,კვირა“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ედიშერ გვენეტაძეს დაუკავშირდა.

-მას შემეგ, რაც მმართველი პარტიის ლიდერი პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდა, ოპოზიციურ პარტიებს ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სრულიად სხვა ტაქტიკით მოუწევთ ბრძოლა?

-ვუყურებ უკანასკნელი კვირის ოპოზიციის გამოსვლებს და მეჩვენება, რომ ქუჩაში დარჩენილი პარტიები აბსოლუტურად გამარგინალდნენ და, ამასთანავე, ფსიქიკური პრობლემებიც გაუჩნდათ. დღეს აღარც ის გაგიკვირდება, თუ 1917 წლის რევოლუციის დაფინანსებასაც ივანიშვილს დააბრალებენ. ოპოზიციის ლიდერები მგონი უკვე იქცნენ ფრანგული კომედიის, ,,ფანტომასის“ კომისარ ჟუკებად, რომელთა ჟულიკი მმართველი უცხოეთშია და იქედან განკარგავს ქართული ოპოზიციის ქმედებას, ყველა ერთად კი, ივანიშვილის სახით, “ფანტომასს” ეძებს ქართულ პოლიტიკაში.

– კვირის პოლიტიკურ სენსაციად იქცა სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი დონალდ ტრამპს აფინანსებდა და უახლოეს მომავალში ამერიკა ამ საქმის გამოძიებას დაიწყებს…

-ოპოზიცია პალეოლითის ხანას უბრუნდება. ამ საკითზე სხვა, უფრო დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა შეუძლებელია.

-ალეკო ელისაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილი კომპრომატებს ფლობს გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ, ამიტომაც, მას ეშინია პარლამენტში შესვლის და ოპოზიციურ პარტიათა ნაწილის წინასწარ დაგეგმილი მოლაპარაკებაც ამიტომ ჩაიშალა.

-სააკაშვილი და მერაბიშვილი არა მხოლოდ პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, მგონი, საკუთარი ოჯახის წევრებზეც აგროვებდნენ კომპრომატებს. ამგვარი ,,სამხილები“ პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყო აუცილებელი. 27 000 ფაილი შემთხვევით არ ჩაიწერებოდა. ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, რატომ არ შედის ოპოზიცია პარლამენტში და სიმწრით მოპოვებულ 60 მანდატს კარგავს? იმიტომ, რომ პოლიტიკური ჟულიკი უკრაინიდან მუქარულ ,,რჩევებს“ იძლევა და დანარჩენ ოპოზიციას ამუნათებს. თითქმის ყველა პოლიტიკურ ლიდერს ეშინია სააკაშვილის კომპრომატების. ამასთან ერთად, ოპოზიცია ახლა სააკაშვილის ფულით ფინანსდება იმ მარგინალურ ტელევიზიებთან ერთად, რომელიც სააკაშვილის იდეოლოგიას ყოველდღიურად ამტკიცებს საკუთარ მომხრეებში. მართალია, მტკიცებულებებს არ ვფლობ, მაგრამ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ გვარამიას თითოეულ ოპოზიციურ ლიდერზე აქვს ჩანაწერი, რომლის გამოქვეყნებაც ძალიან აშინებს მთელს ოპოზიციურ სპექტრს. აქედან მომდინარეობს მათი ვითომ ,,რადიკალიზმი“, როდესაც მთელი დასავლური სამყარო სთხოვთ პარლამენტში შესვლას, ისინი კი ჯიუტად დგანან თავისაზე.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები