ნიკოლოზ მეტრეველი: პომპეოს დაცვამ სააკაშვილი ჯერ სამზარეულოში ჩაკეტა, მერე კი სასტუმროდან კინწისკვრით გააგდო

დაიწყება თუ არა კომპრომატებით ბრძოლა მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდის წინ ქართულ ოპოზიციაში, რა სამომავლო გეგმები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს და შეიცვლება თუ არა მათი სამოქმედო ტაქტიკა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ,,კვირა“ ექსპერტ ნიკოლოზ მეტრეველს ესაუბრა:

– ქართულ ოპოზიციაში კომრომატებზე ალაპარაკდნენ, რომელიც შესაძლოა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ჰქონდეთ ზოგიერთ ,,მეგობარ პარტიაზე“.

– ამგვარ კომპრომატებს წლების განმავლობაში აგროვებდნენ ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია… შესაძლოა, ასეთი კომპრომატები არა პოლიტიკოსთან პირად ცხოვრებას, არამედ სხვა სახის ინფორმაციაზე იყოს დაფუძნებული.

-კერძოდ, რა სახის ინფორმაციაზე?

-მაგალითად, ფინანსურ გარიგებაზე. მათი უმრავლესობა ასეთი ბინძური მეთოდებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. გახსოვთ გვარამიას ყოველგვარ ზღვარს გადასული ქმედება, როდესაც ბიძინა ივანიშვილს დედა არ ჰყავდა დაკრძალული, რეებს კადრულობდა? წლების განმავლობაში მათი ბინძური და კრიმინალური მეთოდებით მართვა დღეს ჩამოშლილია. ამიტომაც არ გამიკვირდება, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, უნდათ თუ არ უნდათ, სააკაშვილის კაპრიზს ემორჩილება.

-საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2 დღის წინ განაცხადა, რომ ამერიკა აუცილებლად გამოიძიებს, როგორ აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

– რაც შეეხება კლოუნ სააკაშვილს, ის თავის მორიგ საცირკო სანახაობას დგამს. 4 წლის წინ საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” დონალდ ტრამპის სურათი ედო, დღეს ბაიდენის სურათი უდევს. უკრაინაში პომპეოსთან შეხვედრა უნდოდა, რომელიც ვერაფრით მოახერხა. პომპეოს დაცვამ სააკაშვილი ჯერ სამზარეულოში ჩაკეტა, მერე კი საერთოდ კინწისკრით გააგდო სასტუმროდან, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს მართავდა. ქართულ ოპოზიციას ვურჩევ, საკუთარ პრობლემებს მიხედოს. იაგო ხვიჩიამ უკვე ამხილა ,,ლელოსა“ და ნათელაშვილის ოფისში მიმდინარე ,,პოლიტიკური“ პროცესები, რა გარიგებებს აქვს იქ ადგილი, რა ფულსა და კომპრომატებზეა საუბარი, ყველასთვის ყველაფერი დიდი ხანია, ნათელია…

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები