აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში დღეს კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 33 834-მდე გაიზარდა.
მათივე ცნობით, კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვაზე) ორი პაციენტი.
რეგიონში კლინიკაში მკურნალობას გადის 253 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 218 პირი, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 562.