დავით ზალკალიანი, ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი შეძლებს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გაძლიერებას.

“გულწრფელად ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომისიის მიერ, მისი გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევას. დარწმუნებული ვარ თავისი შრომითა და ძალისხმევით, ის შეძლებს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გაძლიერებას,” – წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე და იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი შედეგი ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ იქნება დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები