მარიამ ქვრივიშვილი: ვულოცავ ზურას და სრულიად საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას!

მარიამ ქვრივიშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მეორე ვადით არჩევას ულოცავს,- ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაწერა.

მისი შეფასებით, ეს სრულიად საქართველოს გამარჯვებაა.

“სულ ახლახანს დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა და მოხარული ვარ გაცნობით რომ – დღეს, 2021 წლის 19 იანვარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, არჩევნების გზით, კიდევ ერთხელ გამოეცხადა უდიდესი ნდობა აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნებისგან (უდიდესი უპირატესობით – 25:8) და მომდევნო ოთხი წელი კვლავ უხელმძღვანელებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას.

შედეგად, 2021 წლის სექტემბერში ზურა წარსდგება გენერალურ ასამბლეაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დასამტკიცებლად.

ვულოცავ ზურას და სრულიად საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას!
ბევრი წარმატება ჩვენს ქვეყანას და ტურიზმის ინდუსტრიას”, – წერს ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები