ინდოეთში ავტოავარიას მინიმუმ 15 მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა , 5 კი დაშავდა

ატოავარიას მინიმუმ 15 მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.

შემთხვევა გუჯარათის შტატის ქალაქ სურატში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი სატვირთო ტრაქტორს შეეჯახა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის მახლობლად იმ ადგილას შევარდა, სადაც მიგრანტ მუშებს ეძინათ. 12 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი კი საავადმყოფოში.

ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

„ტრაგიკული შემთხვევა მოხდა სურატში. მე დაღუპილთა ოჯახებზე ვფიქრობ და დაშავებულების სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობ“, – დაწერა მან „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები