თამარ გაბუნია: ჩვენთვის მთავარი საზომი ჯანმო-ს აღიარებაა, ასევე ის, თუ რამდენად მზად ვიქნებით ტექნოლოგიურად ცივი ჯაჭვის პირობების დასაკმაყოფილებლად

“ვაქცინაციის გეგმა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ყოველმხრივ შეჯერებული და შეთანხმებული ყველა მხარესთან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტები ვაქცინის არჩევისას მის უსაფრთხოებაზე გაკეთდა.

„ჩვენთვის მთავარი საზომი არის ჯანმო-ს აღიარება, რაც არის ხარისხის წინაპირობა და გარანტია, ასევე ის, თუ რამდენად მზად ვიქნებით ტექნოლოგიურად ამ ვაქცინებთან დაკავშირებული ცივი ჯაჭვის პირობების დასაკმაყოფილებლად. ეს სამი ვაქცინა, რომელიც დღეს განიხილება ჩვენ მიერ, გახლავთ „ფაიზერი“-ის ვაქცინა, რომელიც არის 70-გრადუსიანი ცივი ჯაჭვის მოთხოვნასთან დაკავშირებული და ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ეს ვაქცინა. მეორე არჩევანი არის „ასტრაზენეკა“-ს ვაქცინა, რომელიც უნდა შეინახოს 2-დან -8 გრადუსამდე ტემპერატურაზე.
თეორიულად ასევე შესაძლებელია Moderna, თუმცა, მას ამ კონკრეტულ მომენტში ასე აქტიურად არ განვიხილავთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები