სიკვდილიანობა 75%: კორონავირუსი შესაძლოა, ვირუსმა “ნიპახმა” ჩაანაცვლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებით აკვირდება ვირუს “ნეპახის” შესაძლო აფეთქებას, რომელიც შეიძლება, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.

ისრაელის გაზეთი “ისრაელ ხა-იომ” წერს, რომ ამ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ჯერ არც არსებობს.​

აღინიშნება, რომ პირველად მედიკოსებმა ინფექცია 1998 წელს მალაიზიაში აღმოაჩინეს, სადაც ვირუსმა ათობით ფერმერი შეიწირა. დაავადების სიმპტომებია ენცეფალიტი, მაღალი ტემპერატურა, სპაზმი.

მედიასაშუალება წერს, რომ ამ ვირუსის კიდევ ერთი მახასიათებელია დაავადების ძალიან სწრაფი განვითარება, რომელიც ლეტალურ შედეგს 24-48 საათში იწვევს. “ნიპახის” ინფექციას შეუძლია, გამოიწვიოს სიკვდილიანობა 75%-ით მაშინ, როდესაც კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შედეგი შეადგენს მხოლოდ 0,5%.

9tv.co.il გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ვირუსის შესწავლით არიან დაკავებული არა მხოლოდ სამეცნიერო ინსტიტუტები აზიაში, არამედ – ევროპაშიც. სავარაუდოა, რომ “ნიპახი” ადამიანს ღამურებისგან გადაედო.

რაც შეეხება ადამიანიდან ადამიანზე გავრცელებას, ეს მხოლოდ ფიზიკური კონტაქტის დროს ხდება, ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით არ გადადის. ადამიანის ორგანიზმში “ნიპახი” შეიძლება, 45 დღის განმავლობაში ცხოვრობდეს, სანამ ის ადამიანს შეუტევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ინფიცირებულთა მცირე რაოდენობის მიუხედავად, მას გავრცელების დიდი ტალღის გამოწვევა შეუძლია, სანამ ინფიცირებულში გამოვლინდება.

ჯანმო “ნიპახს” 10 ყველაზე საშიში ვირუსების კატეგორიას მიაკუთვნებს.

დღესდღეობით ვირუსი მალაიზიის გარდა დაფიქსირებულია ბანგლადეშში, სინგაპურსა და ინდოეთში. ამ ქვეყნებში დიდი ძალისხმევით მოხერხდა ეპიდემიის აფეთქების ჩახშობა, რომელთა შორის იყო ინფიცირებული ღორების ამოხოცვა, ასევე, ინფიცირებული პაციენტების იზოლაცია.

მაგალითისთვის, ბანგლადეშში გასული წლების განმავლობაში დაავადების 11 აფეთქება დაფიქსირდა,  ჯამურად, 196 ადამიანი დაავადდა, მათგან 150 გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები