რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ერთადერთი, რის იმედზეც არიან, არის ის, რომ გაზაფხულზე ელოდებიან მძიმე სოციალურ ფონს და იქნებ ეს მაინც გამოიყენონ ძალისმიერი მიზნების განსახორციელებლად

“ერთადერთი, რის იმედზეც არიან და რაც შევიტყვეთ, არის ის, რომ გაზაფხულზე ელოდებიან მძიმე სოციალურ ფონს ქვეყანაში და იქნებ ეს მაინც გამოიყენონ ძალისმიერი მიზნების განსახორციელებლად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის დისკუსია, რაც ახლა არის ოპოზიციაში, მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიზანი შეთანხმების მიღწევა არასდროს ყოფილა.

„ეს იყო ერთგვარი ფარსი მათი მხრიდან, რასაც ადასტურებს მათი ქმედება ყოველი რაუნდის განმავლობაში. ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას არა მხოლოდ ამ პროცესების მიმართ, არამედ ამომრჩევლის მიმართაც, რაც არის უპასუხისმგებლობა და დესტრუქციული. მე ვფიქრობ, მსგავსი აქტორების ადგილი, ვისაც არ შეუძლია, აიღოს პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკაშია და, მით უმეტეს, არც პარლამენტში.

ჩვენ მოვისმინეთ, რომ ისინი შიდა საუბრებშიც აღიარებენ, რომ სინამდვილეში არჩევნები არ გაყალბებულა, მათ არ აქვთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, უფრო მეტიც, არ აქვთ საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერაც კი და ერთადერთი რის იმედზეც არიან, რაც შევიტყვეთ, არის ის, რომ გაზაფხულზე ელოდებიან, რომ მძიმე სოციალური ფონი იქნება ქვეყანაში და იქნებ ეს მაინც გამოიყენონ იმისთვის, რომ ძალისმიერი მიზნები განახორციელონ. ცხადია, ეს მათ არ გამოუვათ, რადგან საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს გამოწვევებს, რაც იქნება იმ პასუხისმგებლობის შედეგი, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ხელისუფლების წევრებს აქვთ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები