რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტად საფრთხე ახალი ოპოზიციური პარტიებისგან იგრძნეს

“ეს საპარლამენტო ბოიკოტი სინამდვილეში მიზნად ისახავდა ახალი ოპოზიციური პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ახალი ოპოზიციური პარტიებისგან საფრთხე იგრძნეს.

„როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტად საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და ეს საპარლამენტო ბოიკოტი სინამდვილეში მიზნად ისახავდა მათ რეპუტაციულ დაზიანებას და არაფერ სხვას. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან მათ ყოველთვის ჰქონდათ ასეთი არასახელმწიფოებრივი მიდგომები და პრინციპები”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები