ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალება, სავარაუდოდ, Pfizer-ს არ უკავშირდება – ქვეყნის ჯანდაცვა

ნორვეგიის ჯანდაცვის სამმართველოში განაცხადეს, რომ ვაქცინაციის შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალება ​Pfizer/BioNTech-ის პრეპარატს, სავარაუდოდ, არ უკავშირდება, თუმცა, ჯერ უცნობია, რა გახდა ლეტალობის მიზეზი.

ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამმართველოს დირექტორმა, კამილა სტოლტენბერგმა განაცხადა, ამ ეტაპზე 13 შემთხვევაა შესწავლილი და გარდაცვლილები “ძალიან მოხუცები იყვნენ და მათ სერიოზული დაავადებები ჰქონდათ”.

“რაც შეეხება მათი გარდაცვალების მიზეზს, ანალიზი ჯერ არ ჩატარებულა. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ნორვეგიის სამედიცინო დაწესებულებებში დღეში 45 ადამიანი კვდება. ამიტომ, არ არის დადგენილი, გვაქვს თუ არა საქმე ვაქცინაციასთან”, – თქვა მან.

ბოლო დღეებში ნორვეგიაში გაიმეორეს რეკომენდაცია, რომ ვაქცინის შეყვანამდე სამედიცინო კვლევა უნდა ჩაუტარდეს რისკ ჯგუფის ადამიანებს, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ Pfizer  BioNTech-ში განაცხადეს, რომ მზად არიან, ნორვეგიის წამლების სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის “საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით”, ასევე, აღნიშნეს, რომ ნორვეგიის ვაქცინაცია დაიწყო ხანდაზმული ადამიანებისგან, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები