აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 138 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 138 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 33 767-ს შეადგენს.
უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა 29 პაციენტმა, ხოლო მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.
სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 269 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 237, ონლაინკლინიკაში კი 596.