ეკატერინე დგებუაძე: საკლასო ოთახებში მიღებულ განათლებას დისტანციური პროცესი ვერ შეცვლის
„საკლასო ოთახებში მიღებულ განათლებას დისტანციური პროცესი ვერ შეცვლის“, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს გარკვეული გამოწვევები და სამინისტროს ფსიქოლოგებთან კომუნიკაცია აქვს.
,,საკლასო ოთახებში მიღებულ განათლებას დისტანციური პროცესი ვერ შეცვლის. ეს დასკვნა ამ პერიოდში ჩატარებულ კვლევებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
არსებობს გარკვეული გამოწვევები და ჩვენ ასევე გვაქვს კომუნიკაცია ფსიქოლოგებთან. განათლების სამინისტროს აქვს ცენტრი, სადაც ფსიქოლოგები მუშაობენ მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დღეიდან დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარის რეგიონის სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდა.