„ბათუმი. სანაპირო“ – ბორის ფოგელის დაბადების დღე

1871 წლის 18 იანვარს ფერმწერი ბორის ფოგელი დაიბადა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ფეისბუქგვერდზე მის ნამუშევარს აქვეყნებს: „ბათუმი. სანაპირო“.
ფოგელი დაღესტანში დაიბადა, მაგრამ ბავშვობიდანვე ოჯახთან ერთად თბილისში გადმოსახლდა. ამის შემდეგ მან მხატვრობის სწავლა გააგრძელა მოსკოვში, პარიზსა და პეტერბურგში. ის აქტიურ მხატვრულ ცხოვრებას ეწეოდა და 1896 წლიდან მისი ნამუშევრები იფინებოდა პარიზში, სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, ბაქოსა და თბილისში. უკან დაბრუნებულმა 1911 წელს სკლიფასოვსკიმ და ფოგელმა მოაწყვეს „ტფილისელ მხატვართა გამოფენა“.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთისა და საფრანგეთის სახელმწიფო მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.
ფოტოზე: ბორის ფოგელი. „ბათუმი. სანაპირო“. 1900.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები