საქართველოში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 25 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზით 25 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 2 958 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან ვირუსი 247 915 პირს დაუდასტურდა.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 72-ია, აჭარაში – 13, იმერეთში – 5, ქვემო ქართლში – 4, გურიაში – 5, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 4, კახეთში – 5 და სამცხე-ჯავახეთში – 2.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 795 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო ჯამში დაავადება 234 636 ადამიანმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები