პომპეო და ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

“აშშ გმობს რუსი ოპოზიციონერის, ალექსი ნავალნის დაკავებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს”, – ნათქვამია ქვეყნის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში.

“მისი დაკავება  ოპოზიციონერების გაჩუმების კიდევ ერთი მცდელობაა. საკუთარ თავში დარწმუნებული პოლიტიკოსები მეტოქეების ხმას არ უშინდებიან, არ იყენებენ ძალადობას ოპონენტების მიმართ და არც უკანონო დაკავებებით არიან დაკავებული”, – ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

მისი თქმით, რუსები, ისევე როგორც ნებისმიერი ერი, იმსახურებენ მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს აზრის თავისუფალ გამოთქმას, ნდობას იწვევს და გამჭვირვალედ მოქმედებს, ასევე, იმსახურებს დამოუკიდებელ სასამართლოს.

“ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ”, – აცხადებს მაიკ პომპეო.

​აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ასევე მოუწოდებს რუსეთის მთავრობას პოლიტიკოსის გათავისუფლებისკენ.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ალექსეი ნავალნი გუშინ მოსკოვში “შერემეტიევოს” აეროპორტში ბერლინიდან ჩასვლისთანავე დააკავეს.

პოლიტიკოსი სამშობლოში ბერლინის კლინიკა “შარიტეში” 5-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა.

ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს “ნოვიჩოკით” მოწამლეს, ორ დღეში კი მოხდა ბერლინში მისი ტრანსპორტირება, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები