საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 643 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, ჩატარებული 4 964 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან ვირუსი 247 915 პირს დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ჩატარებული 4 964 ტესტიდან 2 930 კვლევა იყო ანტიგენის ტესტით და 2 034 PCR ტესტით.

ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარაში – 13, იმერეთში – 5, ქვემო ქართლში – 4, გურიაში – 5, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 4, კახეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 2.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 784, აჭარაში – 281, იმერეთში – 704.

ქვეყანაში 795 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 61, იმერეთში – 192.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პაციენტი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 5, იმერეთში – 29.

634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 – თბილისში, 296 – აჭარაში, 37 – იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 235, აჭარაში – 76, ხოლო იმერეთში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 360 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 842 პირი, აჭარაში – 1 871, იმერეთში – 2 488.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო ჯამში დაავადება 234 636 ადამიანმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები