ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა

Rescuers search for victims at the ruin of a building flattened during an earthquake in Mamuju, West Sulawesi, Indonesia, Saturday, Jan. 16, 2021. Damaged roads and bridges, power blackouts and lack of heavy equipment on Saturday hampered Indonesia's rescuers after a strong and shallow earthquake left a number of people dead and injured on Sulawesi island. (AP Photo/Yusuf Wahil)

ინდონეზიის პროვინციაში, დასავლეთ სულავესში, მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინჰუა“ ქვეყნის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წარმომადგენლის, რადიტია ჯატის თქმით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულია 826 ადამიანი, მათ შორის 189 პირმა სერიოზული დაზიანება მიიღო ქალაქ მამუჯუში, ხოლო 12-მა მაჯჟენეს რაიონში.

შეგახსენებთ, რომ სულავესის კუნძულზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 15 იანვარს მოხდა. თავდაპირველად, ინფორმაცია შვიდი დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები