16 იანვარი ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა

16 იანვარს მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი დაიბადა. მას დღეს 89 წელი შეუსრულდებოდა.
დაიბადა 1932 წლის 16 იანვარს. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1954-1967წწ. იყო კოტე მარჯანშვილის სახელობის თეატრისა და 1967-1975წწ. რუსთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი.
1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; 1995 წლიდან – ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
შეასრულა 20-მდე კინოროლი: ჯამბულატი („ფატიმა“ ), გიგა ბეთანელი („კეთილი ადამიანები“), ჯოყოლა („ვედრება”), მეფე გიორგი („დიდოსტატის მარჯვენა“), არზაყანი („მთვარის მოტაცება“), ელიოზი („ნატვრის ხე”) , დათა („დათა თუთაშხია“), ისიდორე („თეთრი ბაირაღები“) და სხვ.
იყო საქართველოს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
ტოკიოს VI-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის” მიიღო პრემია დ. ასტრახანის ფილმში „განვედ ჩემგან“ (1992 წ.);

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები