16 იანვარი მზექალა შანიძის დაბადების დღეა

16 იანვარს ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე დაიბადა. მას 95 წელი შეუსრულდა. ჟურნალისტი ირინე თურქია სოციალურ ქსელში მისდამი მილოცვას და ფოტოებს აქვეყნებს.
„დღეს დიდი ენათმეცნიერის ქართული ენის  მოამაგის, ღირსების ორდებისა და აკაკი  შანიძის პრემიის მფლობელის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე  ხელმომწერის, აკადემიკოსის,საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ქალთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარის, ეპოქის ადამიანის, ქალბატონ მზექალა შანიძის დაბადების დღეა.
ჯანმრთელობას, ისევ ისეთ ელვარე და ფხიზელ მეხსიერებას, ენერგიას, მუშაობის უნარს, ურყევ ლოგიკას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ღვაწლმოსილ მეცნიერს, ბედნიერი და საოცრად ამაყი ვარ, ეპოქის ადამიანთან შეხვედრები, საინტერესო საუბრები და მისი აზრების მოსმენა თანამედროვეობის ბევრ საჭირბოროტო საკითხზე მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება ნათელ მოგონებად“, – წერს ირინა თურქია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები