მამუკა მდინარაძე: ბატონი ბიძინა ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

„ბატონი ბიძინა ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მან უკვე გააკეთა საჯარო განცხადება მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის არ დაესწრება.

მეც დავიცავ შეთანხმებებს და პრინციპს, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ. ხვალ გაიგებთ ამის შესახებ ყველანი. განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. წინასწარ გარკვეული ინფორმაციები ხმოვანდება ხოლმე. დასახელებული გვარებიდან შეიძლება ზოგი მართალი იყოს და ზოგი არა. ხვალ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში გაიგებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ხვალ „ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა უნდა აირჩიოს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტია და თანამდებობა დატოვა და მასთან ერთად პოლიტიკიდანაც წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები