მამუკა მდინარაძე: უმრავლესობის შეხვედრაზე ძირითადად საორგანიზაციო საკითხებზე იყო საუბარი

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტსაბჭოს მომავალ წევრებზე იყო საუბარი, რომლებიც ხვალ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობამ უნდა აირჩიოს.

მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო საორგანიზაციო საკითხებს და სამომავლო გეგმებს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად საორგანიზაციო საკითხებზე იყო საუბარი. პოლიტსაბჭოს მომავალ წევრებზე, რომლებიც ხვალ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობამ უნდა აირჩიოს. ასევე, გვქონდა სამომავლო გეგმებზე დეტალური საუბარი ბევრ, მაგალითად კანონპროექტთან, ასევე კომიტეტთან დაკავშირებით. დარგობრივი სფეროების მიხედვით, ვინ, როგორ უნდა გადაინაწილოს სხვადასხვა ფუნქციები, რომელიც სამომავლო გეგმებს ეხება. პრიორიტეტულია, რომ ჩვენი საარჩევნო პროგრამის დეტალური ანალიზით და დაგეგმარებით, რომელ კომპონენტში, რა გვჭირდება საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, როგორ ვმუშაობთ. ამ გეგმებზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღის ორგანიზებაზეც იყო საუბარი“,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები