“ქუჩაში მყოფი ოპოზიციური სპექტრი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია, მათ მხოლოდ მივუსამძიმროთ”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანი იმედოვნებს, რომ ისინი ძალიან მალე მიიღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს და ქვეყნის მართვაში ჩაერთვებიან.
„ოპოზიციური სპექტრი, თუ არ ჩავთვლით იმ ადამიანებს, ვინც გაბედა და შემოვიდა პარლამენტში და, მაგალითად, მათი წარმომადგენელი გელათთან დაკავშირებით დღევანდელ უმნიშვნელოვანეს სხდომას ესწრებოდა და კითხვებსაც სვამდა, თუ არ ჩავთვლით გარეთ მყოფი ზოგიერთი გადეპუტატებული, მაგრამ ჯერჯერობით რომ ვერ გადაუწყვეტია პარლამენტში შემოსვლა,ზოგიერთ მათგანს. მთლიანობაში ვიტყოდი, რომ ქუჩაში მყოფი ოპოზიციური სპექტრი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია, მათ მხოლოდ მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ ძალიან მალე მიიღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს და მიიღებენ ქვეყნის მართვაში მონაწილეობას. მაგრამ თუ არ მიიღებენ, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.