ნატო-ში “ღია ცის” შეთანხმების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ
ნატო “ღია ცის” შეთანხმების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პირს კაზალეტმა.
“შევიტყვეთ შეთანხმებიდან გასვლის რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ. რუსეთის მიერ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების არჩევითი შესრულება ხელს უშლიდა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტს წვლილის შეტანაში ევროატლანტიკურ რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში”, – აღნიშნა მან.
კაზალეტმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგაც მოსკოვთან დიალოგის მომხრე არიან შეიარაღების კონტროლის საკითხში.
დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი “ღია ცის” შეთანხმებიდან გასასვლელად შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს იწყებს.