ნათია თურნავა: Clean Network-ის ინიციატივასთან მიერთების გარეშე ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო გახანგრძლივდებოდა

“Clean Network-ის ინიციატივასთან მიერთების გარეშე ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო გახანგრძლივდებოდა”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც ისწრაფვის ნატო-ს წევრობისკენ, კიბერუსაფრთხოება წინა პლანზე გამოდის.

,,ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები ყველასათვის ცნობილია და ჩვენ ძალიან ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა ვალდებულებას, მაგრამ პრინციპული იყო ამ ინიციატივაზე მიერთება, ვინაიდან ნატო არის უსაფრთხოების ამოცანებზე ორიენტირებული ორგანიზაცია და ახლა წინა პლანზე გამოდის კიბერუსაფრთხოება. ეს არის ნომერ პირველი გამოწვევა, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში.

შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც ისწრაფვის ნატოს წევრობისკენ, კიბერუსაფრთხოება წინა პლანზე გამოდის. Clean Network-ის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე ნატო-ში გაწევრიანების პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივდებოდა. გუშინ ჩვენ გავაკეთეთ ​ერთი დიდი ნახტომი ამ მიმართულებით, გუშინაც ძალიან ცალსახად ითქვა, რომ საქართველომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შეასრულა“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები